გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს - ყველგან არის ორმაგი სტანდარტები

26-01-2026

თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ფედერალური საემიგრაციო ოფიცრების მიერ ორი პირის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.


პრემიერის თქმით, ყველგან არის ორმაგი სტანდარტები.


„გახსოვთ, რომ თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს და გახსოვთ, რომ უსამართლოდ ადანაშაულებდნენ ჩვენს სამართალდამცავებს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს არის, რაც გვახსოვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან. ყველგან არის ორმაგი სტანდარტები. ეს არის ზოგადი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო", - განაცხადა პრემიერმა.