გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე ლორა თორნტონსა და ჯო უილსონზე: კარგად იცით, როგორია მათი რეპუტაცია, როდესაც ამ ორ ადამიანს უსმენს ჰელსინკის კომისია, ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს

26-01-2026

ძალიან კარგად იცით, როგორია ამ ორი ადამიანის რეპუტაცია, როდესაც ამ ორ ადამიანს უსმენს ჰელსინკის კომისია ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული მოსმენის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მომხსენებლები ლორა თორნტონი და ჯო უილსონი არიან.


როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ლორა თორნტონი პრეზიდენტ ტრამპს უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია.


„ძალიან კარგად იცით, როგორია ამ ორი ადამიანის რეპუტაცია, როდესაც ამ ორ ადამიანს უსმენს ჰელსინკის კომისია, ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. გახსოვთ, მათ შორის, ქალბატონი ლორა თორნტონის განცხადებები პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით, უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას აშშ-ის პრეზიდენტს და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია. ეს, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს, ბუნებრივია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.