გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ეს ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება და ბუნებრივია, რომ ჩადის სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთში, საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის

26-01-2026

ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად ე.წ. „ტრიპის" მარშრუტს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის სწორედ 2 ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


პრემიერის თქმით, ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება.


„ჩვენი ინფორმაციით, კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის სწორედ აზერბაიჯანსა და სომხეთში", - აღნიშნა პრემიერმა.


ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ ხვდება საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ამერიკული მხარის გადასაწყვეტია.


„თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ვნახოთ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით. საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. ველოდებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.