გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საქართველოდან ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე გააძევეს

27-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ჩინეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, რუსეთის, ყაზახეთის, იორდანიის, ბანგლადეშის, ტაილანდის, ისრაელის, ლიბანის, სამხრეთ აფრიკის, სუდანისა და სირიის - ჯამში 87 მოქალაქე.


მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.