გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

27-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული ი.ბ., 2004 წელს დაბადებული ს.პ. და წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ქ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს, ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას.


სამართალდამცველებმა, შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს და სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.