გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მოჰამედ ბინ სალმანი: საუდის არაბეთი არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას

28-01-2026

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს განუცხადა, რომ ერ-რიადი არ დაუშვებს მისი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას, მემკვიდრე პრინცმა დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად „ნებისმიერი ძალისხმევის მიმართ, რომელიც უთანხმოებებს დიალოგის გზით მოაგვარებს“.


ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, პეზეშკიანმა ბინ სალმანთან საუბარში განაცხადა, რომ თეირანი მიესალმება ნებისმიერ პროცესს, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს ომებისა და კონფლიქტების თავიდან აცილებას.