გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვიქტორ ყიფიანის თანაგუნდელი გიორგი ანთაძე: ამ რეალობაში ჩვენ არც უკრაინაში ომის სწრაფად დამთავრება გვაწყობს და არც ირანის ჩამოშლა

29-01-2026

„ამ რეალობაში ჩვენ არც უკრაინაში ომის სწრაფად დამთავრება გვაწყობს და არც ირანის ჩამოშლა, რუსეთის „სმუტა“ გვინდა“, - წერს „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი, ოპოზიციონერი გიორგი ანთაძე სოციალურ ქსელში.


როგორც ანთაძე აღნიშნავს, ირანში რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, რუსეთი აუცილებლად ეცდება, კიდევ უფრო აგრესიული იყოს საქართველოს მიმართ მოთხოვნებში, რომ ამ გზით რეგიონი გადაკეტოს.


„გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება იქნება არა ფასადური, არამედ პრინციპულად განსხვავებული, ეს გამოიწვევს ღერძის დანარჩენი ძალების უკურეაქციას - რუსეთის და ჩინეთის. რუსეთი აუცილებლად ეცდება და უნდა ეცადოს ასეთ დროს, მისი გადმოსახედიდან, კიდევ უფრო აგრესიული იყოს საქართველოს მიმართ მოთხოვნებში, რომ რეგიონი გადაკეტოს ამ გზით. იქნება ამაზე რამე გარიგება იგივე ამერიკასთან თუ არა, მეორე საკითხია, გავლენის სფეროზეა საუბარი... მით უმეტეს, „ტრიპის“ პროექტის რეალიზაციის და თურქული გავლენის ზრდის პირობებში.


არ დაგავიწყდეთ, მთელი ირანის ჩრდილოეთი აზერბაიჯანულია ეთნიკურად. ხოდა, საჭადრაკო დაფა ამბობს, რომ თუ ამერიკა არაა თანმიმდევრული დემოკრატიის დაცვაში, რაც ალბათ ასეა, მაშინ ირანში რეჟიმის ცვლილება აიძულებს მეორე მხარეს, დაფის სხვა უჯრედებში იმოქმედოს უფრო ხისტად. მაგალითად, საქართველოში. ამიტომ, ველოდოთ უარესს. მე ასე ვხედავ“, - წერს ანთაძე.