გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

29-01-2026

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შეეხო. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.


შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი. გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტული დღის წესრიგით გაგრძელდება.