29-01-2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით - 2007 წელს დაბადებული ს.ჟ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს.
„ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ქ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჟ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია ინფორმაციაში.
17-01-2026