გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით სონღულაშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

29-01-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში  კარლოს რიკარდო მარტინს სელიას შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.


დავით სონღულაშვილმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობაზე, რაც თანამშრომლობის განვითარების ნაყოფიერ საფუძველს წარმოადგენს და ელჩს ქართული საექსპორტო პროდუქტების, მათ შორის, ღვინო, მინერალური წყლები, წყალი და სხვა, შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბრაზილიური კომპანიებისთვის საქართველოს რეგიონულ სავაჭრო ჰაბად განხილვის საკითხზე.

როგორც საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა განაცხადა, საქართველო ბრაზილიისთვის საინტერესო  პარტნიორი ქვეყანაა და არსებობს შესაძლებლობა ორმხრივად საინტერესო და ეკონომიკურად ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდა.