გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ იოსელიანმა აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარესთან სარკინიგზო სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განიხილა

29-01-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძესთან ერთად, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარეს როვშან რუსტამოვს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით თანამშრომლობენ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის ოფიციალურ ამოქმედებასა და მისი მეშვეობით ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზე „საქართველოს რკინიგზა" სატვირთო გადაზიდვებს ექსკლუზიურად განახორციელებს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, რადგან გაიზრდება კონკურენტუნარიანობა და გაძლიერდება საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, შპს BTKI Railways - ის გენერალურ დირექტორებთან ლევან კანკავასა და მიქაელ აბასოვთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც BTKI Railways - ი ამ მონაკვეთზე საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდვების ექსკლუზიური წარმოების უფლებას უზრუნველყოფს.