გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

29-01-2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფებოდა. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, საერთო ინტერესებსა და ურთიერთნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.


თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამები და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობა.


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.