გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა

29-01-2026

საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს სოფელ ნინიგორში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებაში და წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანებები. ერთ-ერთმა ბრალდებულმა სამართალდამცველს დაუზიანა მობილური ტელეფონი.


სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად), ხოლო ერთ-ერთს ასევე, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება) წარედგინა. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.