გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ვაშლის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

30-01-2026

2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი - 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20.6 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რასაც თან ახლავს საშუალო საექსპორტო ფასის ზრდაც. შედეგი განპირობებულია წარმოების ზრდით, შენახვა-გადამუშავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რამაც უზრუნველყო  ხარისხი და უწყვეტი მიწოდება.


ქართული ვაშლისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულ ბაზრებად განიხილება ახლო აღმოსავლეთი (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ჩრდილოეთ აფრიკა (ეგვიპტე), ინდოეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის რეალურ შესაძლებლობას ქმნის.


სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული მოქმედება - ტექნოლოგიების განვითარება, ხარისხის სტანდარტების დაცვა და ახალი ბაზრების ათვისება ქმნის მყარ საფუძველს ქართული ვაშლის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული პოზიციონირებისთვის.