გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

30-01-2026

საქართველოს პროკურატურა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს, ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ორ პირთან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადა პოლიციის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.


სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 30 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.


პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.