გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც, ამას ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც წარვადგინეთ პარლამენტში

30-01-2026

ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი გარე ჩარევის რისკებისგან და ამას ემსახურება ეს კანონპროექტიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.


პრემიერის შეფასებით, ხელისუფლება უკვე მრავალი წელია წარმატებით ახერხებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას მომავალშიც განაგრძობს.


"ამას ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც წარვადგინეთ პარლამენტში. თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ევროკომისრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს. მარტივად არის საქმე, ეს კანონი, რომელიც დაინიცირდა, ემსახურება ასეთი მექანიზმების ჩაკეტვას. არ შეიძლება პოლიტიკა არც პირდაპირ და არც ირიბად ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც პირდაპირ გიანონსებენ უხეშად კანონის დარღვევას, აქ უნდა მიიღო ზომები", - განაცხადა პრემიერმა.