გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტი სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირებას განახორციელებს

6-12-2018

ხუთშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი სირიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავს. ამის შესახებ დეფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ განაცხადა.


მისი თქმით, ამავე დღესვე დეპუტატები განიხილავენ კანონპროექტს „აფხაზეთის მთავრობასა და სირიის არაბული რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების“ საკითხს. „თავად ფაქტი, რაც ასეთ უძველეს ქვეყანასთან ურთიერთობის დამყარებას უკავშირდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სირიამ აფხაზეთი აღიარა, ამიტომ ამ ქვეყანასთან დიალოგს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ საერთო სიმპათიები გვაქვს და ჩვენს შორის ჩამოყალიბდა კარგი ურთიერთობა“, - განაცხადა კვარჩიამ.


სირიის პრეზიდენტმა და აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ შეთანხმება 4 სექტემბერს გააფორმეს.


ipn.ge