გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

3-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ტაილანდის, რუსეთის, ჩინეთის, კუბის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ირანის, უზბეკეთის, იემენის, საბერძნეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქმენეთის, იორდანიის, ისრაელის, მაროკოს, ნეპალის, ნიგერიისა და სირიის - მოქალაქეები.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან უცხო ქვეყნის 232 მოქალაქე იქნა გაძევებული.


მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.