გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არალეგალური სასაკლაოები შიდა ქართლში- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

3-02-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. კერძოდ,  ქალაქ  გორში, ფიზიკური პირი თ.ჩ (მის: გოგებაშვილის N2), ხოლო ქალაქ ხაშურში ინდმეწარმეები ბ. კ. (მის: ყიფიანის N29) და პ. ნ. (მის: გურამიშვილის ჩიხი N2),  საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და  სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ინსპექტირების ფარგლებში გამოიკვეთა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების  დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია,  ცხოველების დაკვლა ხდებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.

გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მეწარმეები დაჯარიმდნენ და  შეუჩერდათ საწარმო პროცესი.

ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა.   სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს. სააგენტო აქტიურად მუშაობს არალეგალური წარმოებების გამოვლენაზე.