გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საფრანგეთში პროკურატურამ ილონ მასკის "X"-ის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა

3-02-2026

პარიზის პროკურატურამ SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის პლატფორმა X-ის ოფისებში კიბერდანაშაულის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა, - იუწყება TheIndependent.


პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სატელეფონო საჩივრების საფუძველზე გაფართოვდა, რომლებიც საიტის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს, Grok-ს ეხება.


გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლები შეისწავლიან მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიული შინაარსის გამოსახულებების შექმნის საკითხს და სხვა შესაძლო დანაშაულებს.


"ამ ეტაპზე, გამოძიების ჩატარება კონსტრუქციული მიდგომას წარმოადგენს, რომლის მიზანია საბოლოო ჯამში უზრუნველყოს, რომ X პლატფორმა მოქმედებდეს საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ის ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს“- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.


"The Independent“-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა X-ს. ივლისში ბრალდებების უარყოფის შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ ფრანგი პროკურორები „პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის გამოძიებას" ახორციელებდნენ. კომპანიამ განაცხადა, რომ არსებობს "სერიოზული შეშფოთება გამოძიების მიუკერძოებლობასთან, სამართლიანობასთან და პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით", რადგან ამ საქმეში ჩართული იყვნენ ექსპერტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ სოციალურ ქსელს, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Twitter.


X მიიჩნევს, რომ გამოძიება "საბოლოო ჯამში ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას" და სწორედ ამიტომ არ ეთანხმებიან საფრანგეთის ხელისუფლების მოთხოვნებს.