გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მასრურ ბარზანის შეხვდა

3-02-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მასრურ ბარზანის შეხვდა.


შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ პერსპექტივებს. აღინიშნა ამ კუთხით არსებული პოტენციალი და საინვესტიციო სფეროში კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.


შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული და ლოგისტიკური ჰაბის როლზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.