გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 60 პირს ბრალდება წარუდგინა

3-02-2026

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 60 პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს" წევრები, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ, ისე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების" დავალებით, ასევე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს" სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ.


15 პირს, მათგან 3 პირს დაუსწრებლად, ხოლო 2 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 3 პირს, მათგან 2 პირს დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა") წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 26 პირს, მათგან 6 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;16 პირს, მათგან 1 პირს დაუსწრებლად ბრალდება 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.