გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობებს შორის სამთავრობო გამოცდილების გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდ

4-02-2026

საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის სამთავრობო გამოცდილების გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა მარიამ ალ ჰამადმა მოაწერეს ხელი.


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, მმართველობის გაუმჯობესებას და ინოვაციური პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.


„მემორანდუმი გულისხმობს მთავრობათა შორის გამოცდილების გაზიარებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის სტრატეგიული დაგეგმვა და სტრატეგიული დოკუმენტების აღსრულება. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც სტრატეგიული მიზნების მისაღწევად შესაბამისი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვას გულისხმობს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.


ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.