გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

პრემიერი: ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია, ვაფასებთ გაეროსთან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში

4-02-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს გაეროსთან მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში.


„2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში შევხვდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნოვაისს.


ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია და ჩვენ ვაფასებთ გაეროსთან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.