გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: ფაქტი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები კომენტარსაც არ აკეთებენ 4 ოქტომბრის მოვლენებზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს განზრახვას, რომელიც რეალურად ჰქონდა ევრობიუროკრატიას, რაც გამოხატული იყო მათი პრესსპიკერის განცხადებაში

4-02-2026

თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები კომენტარსაც კი არ აკეთებენ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განზრახვას, რომელიც რეალურად ჰქონდა ევროპულ ბიუროკრატიას, რაც გამოხატული იყო მათი პრესსპიკერის განცხადებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, მათ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს თავის დროზე 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას.


„მათ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს თავის დროზე 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას. მაშინ გამოვიდა ევროკომისიის ოფიციალური პრესსპიკერი და პირდაპირი მხარდაჭერა გამოხატა დამხობისკენ მიმართული აქციის მიმართ, რაც იყო ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ისინი კომენტარსაც კი არ აკეთებენ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განზრახვას, რომელიც რეალურად ჰქონდა ევროპულ ბიუროკრატიას, რაც გამოხატული იყო მათი პრესსპიკერის განცხადებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ევროპაში", - განაცხადა პრემიერმა.