| « ოქტომბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
6-12-2018
ფოთის პორტი წელს 360,000 TEU-მდე კონტეინერის გადამუშავებას ელის, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. ნავსადგურის მფლობელი კომპანია APM Terminals Poti-ს ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის კონტეინერების გადამუშავების წლიური გეგმა უკვე შესრულებულია.
2018 წლის 10 თვის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14.1%-ით გაიზარდა.
გადამუშავებული კონტეინერებიდან 9% მაცივარ-კონტეინერებზე მოდის, რითაც ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო ნაწარმი შემოდის.
ფოთის პორტში ტვირთების 31,4% იმპორტზე მოდის, 23,2% ექსპორტზე, ხოლო ტვირთების 45,4%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს, მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.