გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით

4-02-2026

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ზოგადად, რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა გამონახოს ფასების შემცირების გზები.


„ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ჩვენ გვაქვს დაანონსებული პროცესი, რომელიც, მაქსიმუმ, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდეც უნდა იყოს შესაძლებელი ფასების შემცირება. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან ამ მიზნის მისაღწევად,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.