გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

5-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.რ. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა დ.რ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.