გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სამტრედიაში ყველის ორი არარეგისტრირებული საწარმო გამოვლინდა

5-02-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.


ინდმეწარმე ზ. გ. (მის: ჩეხოვის ქ. №4) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ახდენდა სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ ჰქონდა რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა სურსათი, რომელიც მზადდებოდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით.


დარღვევები გამოვლინდა ვასაძის ქუჩა N8-ში მდებარე ყველის საწარმოშიც, სადაც ინდმეწარმე ზ. კ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. საწარმოში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა-დეზინფექცია, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ობიექტზე დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი, დაილუქა მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი.


კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.


იმერეთის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ორი არალეგალური საწარმო მიმდინარე წლის იანვარშიც გამოავლინეს.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.