გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში: სანქციები „არ არის წამალი“ და მათზე გვერდის ავლა ყოველთვის იქნება შესაძლებელი

5-02-2026

დასავლეთის სანქციებს „მნიშვნელოვანი გავლენა“ აქვს რუსეთის ეკონომიკაზე, - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა, მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავამდე.


ო’სალივანGuardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციები „არ არის წამალი“ და მათზე გვერდის ავლა ყოველთვის იქნება შესაძლებელი, თუმცა, ამტკიცებს, რომ ოთხი წლის შემდეგ დარწმუნებულია, რომ სანქციებს ეფექტი აქვ.


„მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ სანქციებმა მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე“, - განუცხადა მან Guardian-ს.


ო’სალივანის თქმით, ომზე დაფუძნებული ეკონომიკა შესაძლოა „არამდგრადი“ გახდეს.


„შესაძლოა, 2026 წლის განმავლობაში მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც მთელი ეს საკითხი არამდგრადი გახდება, რადგან რუსეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი იმდენად დამახინჯდა სამოქალაქო ეკონომიკის ხარჯზე ომის ეკონომიკის აშენებით. ვფიქრობ, ეკონომიკური გრავიტაციის კანონების უგულებელყოფა დიდხანს ვერ გაგრძელდება.“- აღნიშნა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.


ო’სალივანი ამ განცხადებებს აკეთებდა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე  რუსეთის მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური თავდასხმების შემდეგ  - მაშინ, როცა ქვეყანა ცივ ზამთარს უმკლავდება - კიევში ტემპერატურა ამ კვირაში -20°C-მდდაეცა.

მისი თქმით, უკრაინელმა კოლეგებმა უთხრეს, რომ რუსეთმა გასულ თვეში 2025 წლის იანვართან შედარებით ორჯერ მეტი დრონისა და რაკეტის გაშვება შეძლო.


თუმცა, ვლადიმერ პუტინის საომარ მანქანას თავისი დანაკარგები მოჰყვა ფართო ეკონომიკისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ომის პირველი დღეების შემდეგ ყველაზე დიდ ზეწოლას განიცდის. ნავთობის შემოსავლები მკვეთრად ეცემა, ინფლაცია დაახლოებით 6%-ია, ხოლო საპროცენტო განაკვეთები 16%-ია.“ - აღნიშნავს  Guardian-ი.