გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 40-მდე ფაქტი გამოავლინა

5-02-2026

სამართალდარღვევები დედაქალაქის გარდა დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში.


ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, ასევე ქობულეთის, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, მცხეთის, დუშეთის, მარნეულის, გარდაბნის,  ბოლნისის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, ყვარლისა და თელავის  მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით წვისა და   მუნიციპალური არასახიფათო, სახიფათო, სამშენებლო, ინერტული და ცხოველური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტები.  


ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.


დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. შედეგად, 2025 წლის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 713 ფაქტი გამოავლინეს.