გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

„რატის ბარში" მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

5-02-2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „რატის ბარში" მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 11 მაისს, თბილისში, „რატის ბარში" ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა ნამდვილად იცოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ" და „პ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით და არაერთგზის) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშუალის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) და სასჯელის სახედ და ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.