გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, არჩევნებში ჩარევის კუთხით

5-02-2026

მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია საქართველოში 2024 წლის არჩევნებში.


„მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით. ამის შესახებ ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია, აქვს ინფორმაცია. ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია 2024 წლის არჩევნებში. ასევე, 2020-2021 წლებში, როგორ ერეოდა არჩევნების არაღიარების პროცესში. ეს არის ძალიან უხეში პრაქტიკა, რაც უნდა გამოსწორდეს. თავის დროზე ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის მაღალი ხარისხით, სათანადო პრინციპები იყო დაცული. დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა, რაზეც არის ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში, - განაცხადა პრემიერმა.