გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო თანდილაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

6-02-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.


მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტებზე და ყურადღება ფრინველის და თაფლის საექსპორტო შესაძლებლობებზე გაამახვილა.  საუბარი შეეხო ჩაის დარგის განვითარებას და აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.


მხარეებმა იმსჯელეს გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობაზეც. საუბარი შეეხო დაცული ტერიტორიების მართვისა და მოვლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივების საკითხი, იმსჯელეს არსებული მექანიზმების გაუმჯობესებაზე.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს  გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსი ნინო თხილავა,  საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და სააგენტოს უფროსის მოადგილე  არჩილ ადამია ესწრებოდნენ.