გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

6-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული დ.ყ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში ქვეითად გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.


სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 30 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.