გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

6-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2 000 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ.ი. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.


მათივე ცნობით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით თაღლითობისთვის იძებნებოდა.


„დაკავებული ბ.ი. საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად ჯერ კიდევ მაშინ შემივიდა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.