გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პოლიციამ წალკაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანა“ და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

7-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ნასამართლევი, 1954 წელს დაბადებული ს.მ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.


„სამართალდამცველებმა წალკის მუნიციპალიტეტში დ.მ.-ს პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 760 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“, ხოლო ს.მ.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი და 26 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.