7-02-2026
ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა იმოქმედოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ფასების კლების მიმართულებით.
„უნდა შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ეს სოციალური ტვირთი, რაც ამ ფასებში არის გამოხატული. ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს. პარლამენტიც ჩაერთვება, შექმნილია შესაბამისი საპარლამენტო კომისია, მომდევნო კვირიდან უკვე კომისიის ფორმატში გაიმართება შეხვედრები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და საზოგადოება უშუალოდ მიიღებს ინფორმაციას, ამ ღია შეხვედრების საფუძველზე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ვითარებაა შექმნილი, როგორ წარმოიქმნება ფასები და რამდენად არსებობს ფასების შემცირების რესურსი. ამ ყველაფრის საფუძველზე, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ფასების დაბლა დაწევაზე,"- განაცხადა პრემიერმა.
17-01-2026