გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის, გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები

7-02-2026

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის შეფასებით, საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის.


„9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ასეთ რეიტინგებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.