გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: გაცხადებული გვაქვს ძალიან მკაფიო სურვილი, განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები

7-02-2026

ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრას ეხებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვინდა, ეს პარტნიორობა განახლდეს სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.