გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე - ეს ყველაფერი ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ბიზნესის საკეთებლად

7-02-2026

საქართველოში ძალიან კარგი გარემო გვაქვს ბიზნესის საკეთებლად, ეკონომიკური საქმიანობის ან ინვესტიციის განსახორციელებლად - გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, Gulf Today-თან ინტერვიუში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ბიზნესის საკეთებლად.


პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უპრეცედენტო მასშტაბის, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საკმაოდ გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა.


„მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია Eagle Hills-ის უმსხვილესი, 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ყველა მათგანი სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მიმაჩნია, რომ ჩვენც სანდო პარტნიორები ვართ მათთვის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.