გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახეთის პოლიციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

8-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ გაჩეხა მუხის და კოპიტის ჯიშის ხეები.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული ხის მორები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.