8-02-2026
საქართველოსმესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ბათუმის ერთი ამშენებელი ციხეში ჰყავს გამომწყვდეული, მეორე ამშენებელი კი ქვეყნიდან გააქცია.
„ქოცებს ბათუმში გამოუკრავთ ბათუმის ჩემ დროინდელი ხედი სატრაბახოდ, ოღონდ მინდა გავუსწორო ამ ჭკუასუსტებს.
ამ სურათს აკლია ტრამპის კოშკის სურათი, რომელიც ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ თქვენმა პატრონმა ეს პროექტი მოკლა.
ასევე დაგავიწყდათ იმის თქმა, რომ ახალი ბათუმის შემქმნელები, ერთი ციხეში გყავთ და მეორე ქვეყნიდან გააქციეთ.
დაიმახსოვრეთ, სულ მალე, ბათუმის ცენტრალურ ქუჩას, ლევანის სიცოცხლეშივე დაერქმევა ლევან ვარშალომიძის სახელი“ - წერს სააკაშვილი.
17-01-2026