გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ

8-02-2026

ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იყო ჩარევა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში.


„პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა შესაბამისი განცხადებებით. 4 ოქტომბერს, როდესაც საჯაროდ გამოცხადდა დამხობის მცდელობა, ამასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ, მისი პრესსპიკერის სახით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.