გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო არჩევნების წინ ღია მხარდაჭერას უცხადებდა ევროპული ბიუროკრატია ჩვენს ოპონენტებს, შარშანაც იყო არაერთი უსამართლო გადაწყვეტილება, წელსაც გრძელდება ეს პროცესი, თუმცა ჩვენ ვახერხებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას

8-02-2026

ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის ელჩის სახით ღიად გამოვიდა იმ ადამიანების მხარდამჭერად, რომლებიც, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოირჩეოდნენ უმძიმესი მოვლენებით, მათ შორის, რეპრესიებით, მედიის თავისუფლების ტოტალური ხელყოფით, ბიზნესის რეკეტით, პატიმრების წამებით და ა.შ, რაც, ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის, თუმცა საინტერესო ისაა, რომ მათი გათვლის წინააღმდეგ, საზოგადოებას ამაზე ჰქონდა ხელისუფლების მხარდამჭერი კიდევ უფრო მძაფრი პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია საპარლამენტო არჩევნების წინ ღია მხარდაჭერას უცხადებდა ხელისუფლების ოპონენტებს, თუმცა ევროპელი ბიუროკრატების განცხადებები კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა.


„ყველაზე რთული პროცესები უკვე გამოვიარეთ. ზოგადად, ყველაზე რთული იყო 2022 წელი, მანამდე 2021 წელი, რაც წინ უძღოდა შესაბამის მოვლენებს. არანაკლებ რთული იყო 2024 წელი, თუმცა ჩვენ წარმატებით დავძლიეთ გამოწვევების ეს ეტაპი. სერიოზული გამოწვევები რჩება. საპარლამენტო არჩევნების წინ ღია მხარდაჭერას უცხადებდა ევროპული ბიუროკრატია ჩვენს ოპონენტებს. რატომაც სრული მობილიზაციით მივიდა ჩვენი მხარდამჭერი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე, იყო სწორედ ის უპრეცედენტო, უსამართლო ჩარევა და ზეწოლა, რომელსაც ისინი ხედავდნენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. შესაბამისად, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა ეს განცხადებები. სამწუხაროდ, გრძელდება ეს პროცესი. შარშანაც იყო არაერთი უსამართლო გადაწყვეტილება, წელსაც გრძელდება ეს პროცესი, თუმცა ჩვენ ვახერხებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია შეძლებს სუვერენიტეტის დაბრუნებას, ასეთ შემთხვევაში მიდგომები შეიცვლება, თუმცა ჯერჯერობით ვითარება კვლავაც რჩება მძიმე ევროპულ ბიუროკრატიაში, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იგივე დონე ურთიერთობებში, რაც იყო წინა წლების განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხაროა,"- განაცხადა პრემიერმა.