გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო

9-02-2026

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


„დღეს 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.


მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, -  ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.