9-02-2026
ბატონი რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.
„მარკო რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ჩვენი განაცხადი არის ცნობილი - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, კულმინაციის სახით შეწყვიტა, შეაჩერა საქართველოსთან. ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, ბატონი რუბიოს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით,"- აღნიშნა პრემიერმა.
17-01-2026