გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენების და გავრცელების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

9-02-2026

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენების და გავრცელების მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფარულად გადაიღო, შეინახა, გამოიყენა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო ფაილები. ასევე მათი უკანონოდ გავრცელება სცადა.


ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება) 19,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.