გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ იოსელიანი: ევროკომისიის კვლევა ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მნიშვნელობას და მას რეალისტურ დაკავშირებადობის სცენარში ასახავს

9-02-2026

„ევროკომისიის კვლევა ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მნიშვნელობას, ასახავს მას ყველა რეალისტურ აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის სცენარში და ხაზს უსვამს, რომ კონკურენცია განისაზღვრება არა მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ ეფექტიანობითა და მმართველობის ხარისხით. ანგარიშში ცალსახად გამოკვეთილია, რომ საქართველო აღიქმება როგორც რეგიონში ევროკავშირის სტანდარტებთან ყველაზე მეტად თავსებადი ქვეყანა," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის კვლევა, რომელიც ევროკავშირის, ცენტრალურ აზიასთან, სამხრეთ კავკასიასთან და თურქეთთან რეგიონული დაკავშირებადობის საკითხებს მოიცავს.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „საქართველოს პორტები, რკინიგზა, საგზაო ინფრასტრუქტურა და რეგულატორული ჩარჩოები ჩაშენებულია ყველა რეალისტურ აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის სცენარში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, გადაიარაღების პროცესში".


თამარ იოსელიანის თქმით, აღნიშნული საკითხი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც 7 მლრდ. აშშ. დოლარის ინვესტიციას ახორციელებს როგორც ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში, ასევე სისტემების გაციფრულებისა და ბიუროკრატიის შემცირების მიმართულებით საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების სრული თავსებადობის მისაღწევად როგორც ფართო რეგიონულ, ასევე საერთო ევროპულ სისტემებთან.