გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თურქეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

6-12-2018

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

 

„მივიღე ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურზე  საქართველოს პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობა მიიღეთ. გილოცავთ, ხალხის ხმებით, ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევას. მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად.

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღმავლობა,“ - ნათქვამია განცხადებაში.